logo
ENG



ერდოღანი გმობს და "მიუღებელს" უწოდებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში

24 თებ 202216:46
3 წუთის საკითხავი
 
ერდოღანი გმობს და "მიუღებელს" უწოდებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი "მიუღებელს" უწოდებს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას დაგმო რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედება უკრაინაზე.

"ეს ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, დარტყმაა რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობაზე" , - თქვა ერდოღანმა, რომელმაც, ასევე აღნიშნა, რომ იგი ესაუბრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელთანაც დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

"გულწრფელად ვწუხვართ, რომ რუსეთი და უკრაინა, რომლებსაც ჩვენ მეგობრულ ქვეყნებად მივიჩნევთ და რომლებთანაც ახლო პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამ სახით აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ. 

ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, რათა უკრაინაში ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის", - აღნიშნა მან.


close დახურვა